Thursday, 8 March 2018

ჩემს შესახებ


  • 1990 წლიდან  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა დალიტერატურის მასწავლებელი
  • 2005–2006 სასწავლო წლიდან ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე
  • 2012 წლის სექტემბრიდან ამავე სკოლის დირექტორი
  • 2012 წლიდან სერთიფიცირებული მასწავლებელი(vii-xii)
  • 2014 სასწავლო წლიდან სქემაში ჩართული მასწავლებელი

ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა მთლიანად უკავშირდება იმ სკოლას, სადაც გავატარე ბედნიერი ბავშვობა, დიდი პასუხისმგებლობითა და უკეთესი მომავლის იმედით ვაგრძელებ კვლავ ჩემთვის საყვარელ საქმეს

Wednesday, 7 March 2018

ჩემი ათი მცნება

1.გაინტერესებდეს საქმენი შენი;
2.იცოდე შენი საგანი;
3.იცოდე რა გზით შეიძლება შენთვის აუცილებლის შესწავლა,რამეთუ შესწავლის საუკეთესო საშუალებაა,როდესაც თავად აღმოაჩენ;
4.ხედავდე მოწაფეთა სახეებზე მათ ფიქრს,იცოდე თუ რას ელიან შენგან;პატივი ეცი მათ სატკივარს,წარმოიდგინე საკუთარი თავი მათ ადგილას;
5.ნუ მისცემ მხოლოდ მწირ ინფორმაციას; ეცადე შეაჩვიო მოსწავლე მსჯელობას,თანამიმდევრული მუშაობის უნარს და აზროვნებას;
6.მიაჩვიე მოსწავლე მტკიცების წესსა და რიგს;
7.მიაჩვიე მოსწავლე მიხვედრას;
8.ჰპოვე ადამიანში ის,რაც რაც საზოგადოა,რაც შეიძლება სხვა ამოცანის ამოხსნაში გამოდგეს,აღმოაჩინე ზოგადი მეთოდი;
9.ნუ ეტყვი მოსწავლეს ამოხსნის გზას,რათა თავად მოწაფემ გამოიცნოს იგი,ვიდრე განუმარტავდე შენ,თავად იპოვოს,რაც შეიძლება მეტი;
10მიეცი მხოლოდ მისახვედრი მითითებანი,იძულებით ნუ მოახვევ მოსწავლეს საკუთარ აზრს.

ჯორჯ პოია