პედაგოგიური კვლევა
პუნქტუაცია მოსწავლეთა“აქილევსის
ქუსლი“ და მისი გადაჭრის გზების ძიება
შესავალი
ნაშრომი
წარმოადგენს სსიპ– გივი შენგელიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის
საჯარო სკოლაში განხორციელებული პედაგოგიური კვლევის ანგარიშს.კვლევა განახორციელა
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო კოღუაშვილმა.აღნიშნული კვლევის მიზანი
იყო თუ რატომ რჩება კვლავ მოსწავლეებში სასვენი
ნიშნების გამოყენება „აქილევსის ქუსლად“ და
მისი გადაჭრის გზების ძიება.
პედაგოგიური კვლევა
შედგება რვა თავისაგან.I თავში მოცემულია ინფორმაცია სკოლის შესახებ,განსაზღვრულია
საკვლევი საკითხი,პრობლემის აქტუალურობა,კვლევის მიზანი და ამოცანები.IIთავი ეხება
პედაგოგიური კვლევის არსს.IIIთავში მოცემულია სხვადასხვა ავტორების მოსაზრებები პუნქტუაციის
ისტორიის,წესებისა და გამოყენების შესახებ.IVთავი მოიცავს ინფორმაციას კვლევის მეთოდოლოგიისა
და პროექტის ვადების შესახებ.Vთავი ეხება კვლევის საფუძველზე მიღებულ შედეგების ანალიზს.VI
თავში განხილულია ინტერვენციის დაგეგმვის,განხორციელებისა და შეფასების ეტაპები.VII
თავში აღწერილია კვლევის ჯგუფის მიგნებები,რეკომენდაციები და ნაკლოვანებები.VIII თავში
ბიბლიოგრაფია.
თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
მოკლე ინფორმაცია
სკოლის შესახებ
სსიპ–გივი შენგელიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის
სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლაში სწავლობს 106 მოსწავლე,სკოლაში სწავლა მიმდინარეობს
სამივე საფეხურზე:დაწ ყებითი, საშუალო , საბაზო.სკოლაში
მუშაობს 18 მასწავლებელი.მოსწავლეებსა და მასწავლებ ლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის კარგი გარემოა,რაც
საშუალებას იძლევა ხარისხიანად წარიმართოს სწავლა– სწავლების პროცესი.
საკვლევი საკითხის
განსაზღვრა
როცა გადავწყვიტე
კვლევის განხორციელება პირველ რიგში, გავაანალიზე საკუთარი პედაგო გიური პრაქტიკა და
გამოვავლინე ჩემი მოსწავლეების საჭიროებები.გამოვკვეთე საკითხი,რომე ლიც ყველაზე პრობლემურია მათთვის.გაირკვა,რომ პუნქტუაცია
არის საკითხი,რომელიც ყველაზე მეტად უჭირთ ჩემს მოსწავლეებს მიუხედავად იმისა,წლების
მანძილზე ვცდილობ ჩემმა მოსწავლეებმა სწორად წერონ და იმეტყველონ.გაკვეთილზე განვიხილავ
მორფოლოგიის,ორთოგრაფიის,სინტაქსის,პუნქტუაციის,ლექსიკის და სტილის საკითხებს.მოსწავლეებს
ვასრულებინებ ისეთ სავარჯიშოებს,რომლის შესრულება მათ დაეხმარებათ არ დაუშვან შეცდომები
წერისა და მეტყველების დროს.მიუხედავად ამისა,შედეგი დახარჯული ენერგიის ადეკვატური
არ არის.მოსწავლეთა ნაწილს აქვს თეორიული ცოდნა იმის შესახებ,თუ როგორ წერონ,მაგრამ
არ აქვთ გამომუშავებული მისი გამოყენების უნარ–ჩვევები.
·
მოსწავლეები არ წერენ სასვენ ნიშნებს;
·
მოსწავლეები წერენ სასვენ ნიშნებს ხშირად არასწორად.
პრობლემის
გამომწვევი სავარაუდო მიზეზი და აქტუალობა
ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო
ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები.გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტორი:
·
პუნქტუაცია ყველას პრობლემაა.ძალიან ხშირად მოსწავლეთა
ნაწერებში აზრი ბუნდოვანია და ამის მიზეზი სასვენ ნიშანთა დაუსმელობაა;
·
აღნიშნული პრობლემის მიზეზი არასწორი სწავლებაა.პუნქტუაცია
უნდა ვისწავლოთ პრაქტიკულად და ინტენსიურად;
·
მოსწავლეებს აქვთ თეორიული ცოდნა,მაგრამ არა აქვთ გამომუშავებული
მისი პრაქტიკულად გამოყენების უნარ–ჩვევა
აღნიშნული კვლევა დაეხმარება მოსწავლეს გაიაზროს პრობლემა,პუნქტუაციის
ინტენსიური და პრაქტიკული სწავლებით მას ჩამოუყალიბდება უნარ– ჩვევა და ყოველგვარი
ძალისხმევის გარეშე შესაფერისი სტრატეგიების გათვალისწინება მომავალში გაგვიადვილებს
ამ მიმართულებით მუშაობას, რაც,თავის მხრივ, დადებითად აისახება მოსწავლეთა შედეგებზე.
კვლევის მიზანი
პედაგოგიური
კვლევის მიზანია
ტიპური პუნქტუაციური შეცდომების გამოვლენა და პროცენტულობის დადგენა,გამომწვევი
მიზეზების ძიება,საკითხის სწავლების ეფექტური მეთოდის შერჩევა,მოსწავლეებში
სასვენი ნიშნების დასმის უნარ– ჩვევების გამომუშავება,რომელიც რეალურად გააუმჯობესებს
წერის კულტურას.
კვლევის ამოცანა
კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
·
როგორ იყენებენ ჩემი მოსწავლეები პუნქტუაციის წესებს
პრაქტიკაში?
·
რა სახის პუნქტუაციურ შეცდომებს უშვებენ ჩემი მოსწავლეები?
·
რატომ უშვებენ ჩემი მოსწავლეები პუნქტუაციურ შეცდომებს?
·
როგორ შემიძლია ვასწავლო ჩემს მოსწავლეებს სასვენი ნიშნების
დასმა?
·
როგორ გამოვუმუშავო ჩემს მოსწავლეებს სასვენი ნიშნების
დასმის უნარ–ჩვევა?
·
რა ღირებულება
აქვს სასვენი ნიშნების დასმას ტექსტში?
თავი II
პედაგოგიური კვლევის
არსი და ორგანიზება
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნებაგამოყენებით კვლევათა
რიცხვს.ეს არის პროფესიული სიტუაციების სისტემური კვლევა,ჩატარებული მასწავლებელთა
მიერ საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის,სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების
გაუმჯობესების მიზნით.აქედან გამომდინარე სასვენი ნიშნების სწორად გამოყენებასთან დაკავშირებული
პრობლემის კვლევაში ჩავრთე თავად მოსწავლეები.
კვლევის ორგანიზება
|
სამიზნე ჯგუ ფი : IX და XIIკლასები
|
განხორციელების ადგილი: პატრიკეთის საჯარო სკოლა
|
განხორციელების დრო: 2017– 2018 სასწ. წელი
|
თავიIII
ლიტერატურის მიმოხილვა
კვლევაზე
მუშაობის დროს ძალიან დამეხმარა“ მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა
და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწ .II. იგი საუკეთესო რესურსია მასწავლებლისათვის. გზამკვლევში
საუბარია ყველაფერზე, რაც პედაგოგს სჭირდება იმისთვის, რომ პროფესიულად განვითარდეს
და დააგროვოს შესაბამისი კრტედიტ ქულები .კვლევასთან დაკავშირებით დეტალურადაა გაწერილი
ის ნაბიჯები და ეტაპები,რაც თანმიმდევრულად უნდა განახორციელოს მასწავლებელმა კვლევის
დროს. მოცემულია კვლევის შეფასების რუბრიკაც.
სოფიკო
ლობჟანიძის სტატია“ როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“ იძლევა პროფესიულ რჩევებს, თუ რა არის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა,
რა თავისებურებები გააჩნია მას ,რა ეტაპები, როგორ უნდა განვსაზღვროთ საკვლევი თემა,
როგორ გადავამოწმოთ, გვაქვს თუ არა სწორად შერჩეული პრობლემა, რა მეთოდები უნდა გამოვიყენოთ
და ა.შ.
სოფიკო
ლობჟანიძის აზრით, “პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო სირთულეების გადასალახავად კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების
გამოსაცდელად, საკუთარი ძალების გასაძლიერებლად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო
უნარ-ჩვევების გასავითარებლადაც“.
მიხეილ
გიორგაძის “როგორ ვმუშაობთ პედაგოგიურ კვლევაზე?“ pover point-ით გაკეთებული რესურსია,რომელიც ვიზუალურად
კარგად წარმოაჩენს კვლევის ეტაპებს.ას უფრო გაუადვილებს მასწავლებელს ინფორმაციის ნაკადში
ორიენტირებას.
თინათინ
ზურაბიშვილის წიგნში “თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში““განხილულია სოციალური
კვლევის თანამედროვე პრაქტიკაში ყველაზე გამოყენებადი ისეთი მეთოდები, როგორებიცაა
სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, დაკვირვება და მონოგრაფიული გამოკვლევა. აღწერილ თითქმის ყველა მეთოდს თან ახლავს კვლევითი
ინსტრუმენტის გამოყენების კონკრეტული მაგალითი, ყოველი თემის ბოლოს კი მოცემულია საკვანძო
ლიტერატურის ნუსხა და პრაქტიკული დავალებები. გარდა ამისა, ნაშრომში ცალკე თავი ეთმობა
სოციალური კვლევის საკითხს.
ლია
წულაძის ნაშრომში“ რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“ საუბარია
მეთოდების მრავალფეროვნებაზე, რაოდენობრივზე და თვისებრივ მეთოდებზე, ახსნილია რაოდენობრივი
მეთოდის მნიშვნელობა, მისი აუცილებლობა სოციალური მეცნიერებებისათვის. განხილულია სოციალური
კვლევის ბუნება, მასთან დაკავშირებული ეთიკის საკითხები.
თვისობრივი
მეთოდები მედია რესურსია, საქართველოს ელექტრული ენციკლოპედიიდან, რომელშიც დეტალურადაა
ჩამოთვლილი მეთოდების მრავალფეროვნება, ახსნილია მათი მიზანი და დანიშნულება.
აგრეთვე კვლევაზე მუშაობისას ძალიან დამეხმარა შეფასების
ჯგუფის ფარგლებში ტრენერ ნონა ჩუბინიძის მიერ ჩატარებული ტრენინგი, სატრენინგო მასალები.
თავი IV
კვლევის მეთოდოლოგია
კვლევის მეთოდები
|
(თვისობრივი)
დაკვირვება
|
(რაოდენობრივი)
გამოკითხვა
|
თავი V
მონაცემთა ანალიზი
და შედეგები
დაკვირვების (საკლასო– საშინაო და შემაჯამებელი წერები)
შედეგების ანალიზი
·
სასვენი ნიშნების გამოტოვება;
·
ზედმეტი მძიმეები;
·
ორწერტილისა და ბრჭაყალების არასწორად გამოყენება;
·
კითხვა– ძახილის ნიშნის,წერტილ–მძიმისა და ტირეს გამოუყენებლობა.
ამონარიდები მოსწავლეთა ნაშრომებიდან
გამოტოვებული
სასვენი ნიშნები
·
დღეს არაა საშიში გამოხატო თავისუფალი აზრი.
·
რამდენიმე ხნის შემდეგ მეფემ დაიბარა უფლისწული.
·
ჩვენ გვაინტერესებს, როგორც ახალგაზრდების ისე გამოცდილების
აზრი.
·
ასე იქნება მაშინაც ჩვენ რომ დავბერდებით
·
დარწმუნებული ვარ ეს ნაწარმოები ყველა დონის მკითხველს,სიამოვნებას
მიანჭებს.
·
თუ რომელიმე ქალი გადაწყვეტს წავიდეს პოლიტიკაში ჩვენ
არ უნდა გავკიცხოთ რადგან ეს მისი პირადი საკითხია.
·
რასაკვირველია თემი ყოველთვის იმარჯვებს ინდივიდზე.
·
მზემ, როგორც ყოველთვის თვალები დაჭყიტა.
·
როგორც სიყვარული აბსტრაქტული ცნებაა ისევეა მშვენიერებაც.
·
როცა ის ხელს ჩაიქნევს მაშინ მოდის ბედნიერება.
·
ცოდნა ისეთი საუნჯეა რომელსაც ვერავინ წაგართმევს.
·
ვთვლი რომ ბოლომდე ბედნიერი ადამიანები არ არსებობენ
დასმულია ზედმეტი სასვენი ნიშნები
·
ჩერქეზულქუდიანი, თექვსმეტ–ჩვიდმეტი წლისა იქნებოდა,მეორე–
ან თხუთმეტისა, ან თოთხმეტისა.
·
დიდი პოეტები,გარდა სხვა მრავალი იშვიათი თვისებისა,
ალბათ წინათგრძნობის, ნიჭითაც არიან დაჯილდოებული.
·
არა, ჩვენ, ძველებმა,ახლა,კალამი ძირს უნდა დავდოთ!
გზა ვაჟას უნდა დავუთმოთ.
·
სეთურმა ოთახი მიუჩინა დათასა და მოსეს,იყავით,სანამდე,
არ მოგბეზრდებათო.
·
„ნინოს ცხოვრება“ს კი,თავის მხრივ,უფრო ადრინდელი დოკუმენტური
წყაროები უდევს საფუძვლად
·
ელის თბილისიდან წასვლის ამბავს მწერალი, ასე ვთქვათ,უშუალოდ,
კი არ მოგვითხრობს,არამედ თინოსა და მისი ბებიის თვალით დაგვანახვებს.
რომელ სასვენ ნიშაანს იყენებენ წერისას
ყველაზე მეტად
სასვენი ნიშანი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
წერტილი
|
15
|
მძიმე
|
13
|
კითხვის ნიშანი
|
7
|
ძახილის ნიშანი
|
6
|
კითხა– ძახილის ნიშანი
|
4
|
ტირე
|
2
|
ბრჭყალები
|
5
|
მრავალწერტილი
|
0
|
წერტილ–მძიმე
|
0
|
ფრჩხილები
|
0
|
გამოკითხვა
რესპოდენტი სულ
|
სქესი
|
რაოდენობა
|
14
|
მდედრ.
|
5
|
მამრ.
|
9
|
არედაქტირებთ თუ არა დასმულ სასვენ
ნიშნებს?
·
დიახ–75%
·
არა –25%
რა არის თქვენი
შეცდომების მიზეზი
·
უნარ–ჩვევების დეფიციტი–71%
·
წესების არცოდნა–29%
გამოკითხვამ აჩვენა, რომ
·
აქვს თეორიული ცოდნა– 6 მოსწავლე
·
არა აქვს უნარ–ჩვევა–13 მოსწავლე
თავი VI
ინტერვენციები და
მისი შედეგები
ინტერვენციები
·
პუნქტუაციის
ინტენსიური სწავლება(ტესტებისა და სავარჯიშოების მომზადება და სისტემატური შესრულება)
·
მოსწავლეთა თხზულების გასწორება მათთან ერთად შემუშავებული
შეფასების რუბრიკების მიხედვით
ინტერვენციის შედეგები
·
პუნქტუაციის უნარ_ჩვევების გაუმჯობესება
·
კვლევის პირველი ეტაპის ბოლოს მოსწავლეები ნაკლებად
უშვებდნენ შეცდომებს განკერძოებულ სიტყვებთან და გამოთქმებთან,შერწყმულ წინადდადებაში
ერთგვარ წევრებთან, რთულ თანწყობილ წინადადებაში,თუმცა პრობლემად რჩებოდაორწერტილისა
და ტირეს დასმა გამაერთიანებელ სიტყვებთან შერწყმულ წინადადებაში და მძიმის დასმა ისეთ რთულ ქვეწყობილ წინადადებაში, სადაც მთავარი წინადადება
გათიშულია დამოკიდებულით,შესაბამისად მეორე ეტაპზე გავაკეთე სავარჯიშოები და ტესტები
ამ მიმართულებით.კვლევის ყოველ მომდევნო ეტაპზე პარალელურად მოსწავლეები წერდნენ თხზულებებს,
რომელთა შეფასებისას პუნქტუაციის ქულების ხვედრითი წილი ჩვეულებრივზე მაღალი იყო. შედეგად,
მოსწავლეები უშვებდნენ ნაკლებ პუნქტუავიურ შეცდომებს და შესაბამისად, იღებდნენ მაღალ
ქულებს კრიტერიუმებში.
ინტერვენციის
შეფასება
·
მოსწავლეთა შეფასება.ჩავატარე შეხვედრა ფოკუს– ჯგუფთან.
ჩემი მიზანი იყო მოსწავლეთა დამოკიდებულებების გარკვევა.მათი შეფასებით კვლევის პროცესში
გამოყენებული ჩარევები იყო პროდუქტიული.საკითხის ჩაღრმავებული სწავლება (თითქმის ყოველდღე
პუნქტუაციური სავარჯიშოების შესრულება,შეფასების რუბრიკებში მონაწილეობა,თხზულებების
გასწორება შეფასების რუბრიკების მიხედვით,დაშვებული შეცდომების ანალიზი)მათ დაეხმარა პუნქტუაციური უნარ–ჩვევების
განვითარებაში.
·
კვლევის ავტორის შეფასება.კვლევის ბოლო ეტაპზე პროგრესი
აშკარაა.მოსწავლეთა ნაწილი თითქმის არ უშვებს პუნქტუაციურ შეცდომებს,ნაწილი მეტ–ნაკლებად
და ნაწილსაც ჯერ საბოოლოდ ჩამოყალიბებული არა აქვს სასვენი ნიშნის დასმის უნარ–ჩვევა.ამიტომაც
მეორე ინტერვენცია(მოსწავლეთა ნაშრომების გასწორება შეფასების რუბრიკების მიხედვით
სასწავლო წლის დამთავრებამდე მუდმივად უნდა გამოვიყენოთ
თავიVII
კვლევის
ჯგუფის მიგნებები და რეკომენდაციები
·
კვლევამ აჩვენა ,რომ მოსწავლეები პუნქტუაციას საფუძვლიანად
ეუფლებიან (ცოდნა ექცევათ უნარ–ჩვევად)საკითხის ინტენსიურად, ჩაღრმავებულად შეს წავლის
დროს.ისინი გადიან შედეგზე–იცავენ პუნქტუაციის ნორმებს.
·
თხზულებები ყოველთვის გასწორდეს შეფასების სქემების
მიხედვით.მოსაწავლემ უნდა იცოდეს, რამდენი ქულა მიიღო პუნქტუაციაში და რატომ(რა ტიპის
და რამ დენი შეცდომა დაუშვა),მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება მოსწავლეს პროგრესი.
·
სისტემატურად გაანალიზდეს მოსწავლეთა ნამუშევრები,გამოვლინდეს
შეცდომე ბის სახეები და მომდევნო სავარჯიშოები გააკეთეს ამის გათვალისწინებით.
·
კვლევა გაგრძელდება მომავალშიც,მანამ, სანამ მოსწავლეთა
აბსოლუტურ უმრავ ლესობას გამოუმუშავდება სასვენი ნიშნების დასმის(ცოდნის პრაქტიკულად
გა მოყენების) უნარ–ჩვევა.
თავი VIII
ბიბლიოგრაფია
1.დარეჯან თვალთვაძე ,ნანა გაფრინდაშვილი–ქართული
მართლწერის წესები და სავარჯიშოები გვ. 249–302.2011 წელი
2.მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების
და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი(ნაწილიII.2016 წელი. გვ.61–90
http://tpdc.gov.ge/uploads/pdf documents/gsamkvlevi%20meore%20namili.pdf
3.ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.8 გვ.231 თბილისი,
1984 წელი
4.https://kakhadalier wordpress.com/2015/07/04
5.მ.ინასარიძე ,მ.ნაჭყეპია ქართული
ენისა და
ლიტერატურის სწავლების მეთოდები,თბილისი 2009 წელი
6.შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი– სასკოლო
ორთოგრაფიული ლექსიკონი. თბილისი,2011წ.
7 .როგორ წარვმართოთ
პედაგოგიური კვლევები
3 მაისი, 2012227 დეკემბერი, 2015 სოფიო ლობჟანიძე
8.მიხეილ
გიორგაძე“ როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევაზე“?
9.თინათინ
ზურაბიშვილი“ თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში 2006
http://old.ucss.ge/geo/publication/publications detail.php?ID=173
10.ლია
წულაძე, „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“თბ.2008წ.
http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi kvlevis metodebis saxelmzgv.pdf
11.
ე.ს.გ. ეროვნული სასაწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი
No comments:
Post a Comment