Wednesday, 7 March 2018

ჩემი ათი მცნება

1.გაინტერესებდეს საქმენი შენი;
2.იცოდე შენი საგანი;
3.იცოდე რა გზით შეიძლება შენთვის აუცილებლის შესწავლა,რამეთუ შესწავლის საუკეთესო საშუალებაა,როდესაც თავად აღმოაჩენ;
4.ხედავდე მოწაფეთა სახეებზე მათ ფიქრს,იცოდე თუ რას ელიან შენგან;პატივი ეცი მათ სატკივარს,წარმოიდგინე საკუთარი თავი მათ ადგილას;
5.ნუ მისცემ მხოლოდ მწირ ინფორმაციას; ეცადე შეაჩვიო მოსწავლე მსჯელობას,თანამიმდევრული მუშაობის უნარს და აზროვნებას;
6.მიაჩვიე მოსწავლე მტკიცების წესსა და რიგს;
7.მიაჩვიე მოსწავლე მიხვედრას;
8.ჰპოვე ადამიანში ის,რაც რაც საზოგადოა,რაც შეიძლება სხვა ამოცანის ამოხსნაში გამოდგეს,აღმოაჩინე ზოგადი მეთოდი;
9.ნუ ეტყვი მოსწავლეს ამოხსნის გზას,რათა თავად მოწაფემ გამოიცნოს იგი,ვიდრე განუმარტავდე შენ,თავად იპოვოს,რაც შეიძლება მეტი;
10მიეცი მხოლოდ მისახვედრი მითითებანი,იძულებით ნუ მოახვევ მოსწავლეს საკუთარ აზრს.

ჯორჯ პოია



No comments:

Post a Comment