მასწავლებელი :ნინო კოღუაშვილი
|
|
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
|
კლასი: XI
|
თემა:„ანტიდაბადება ანუ არსებობის
მარადისობის დარღვევა“
|
დრო: 45 წუთი
|
მოსწავლეთა
პროფილი: მოსწავლეთა რაოდენობა კლასში:12.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე კლასში არ
არის.
|
|
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები ამოიცნობენ პერსონაჟის დადებით და უარყოფით მახასიათებლებს ,პარალელს გაავლებენ შესწავლილ ლიტერატურულ ნაწარმოებებთან,აგრეთვე მსგავსი ტიპის ბიბლიურ, მითოლოგიურ ამბებთან.გაუღვივდებათ ზნეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა. ისწავლიან კანონის პატივისცემას, გაერკვევიან პერსონაჟების ფსიქოლოგიაში. |
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:·ქარ. XI . 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა)კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.•ქართ. XI. 5.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხავა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მასში ასახული ინფორმაციის,თემების იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.•ქართ. XI. 9. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების წერილობითი გაანალიზება;•ქართ. XI.10. .მოსწავლეს შეუძლია სხვადასხავა სახის ესეს დაწერა. |
|
საჭირო
წინარე ცოდნა და უნარ- ჩვევები: მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ
ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“,პროსმერ მერიმეს „მატეო ფალკონე“,ნიკოლოზ გოგოლის
„ტარას ბულბა“,დანიელ ჭონქაძის „ სურამის ციხე“, ვაჟა–ფშაველას „ბაკური“, ბასილ მელიქიშვილის
„ თურმანი“,ბალზაკის „ელვერდუგო“.აგრეთვე უნდა იცნობდნენ ბეძნული მითოლოგიის, ბიბლიის,ხელოვნების
ნიმუშებს აღნიშნულ თემაზე.
|
|
შეფასება და თვითშეფასება: განმავითარებელი
შეფასება:სიტყვიერი კომენტარი.
|
|
სასწავლო მასალა და რესურსები:სახელმძღვანელო, ლეპტოპი,მეხსიერების ბარათი,პროექტორი, ფოტო მასალა,მოდელირებული ტექსტები, მითითებული ნაწარმოებები, აკაკი ბაქრაძე“ილია და აკაკი“, მასალები ვიკიპედიიდან,ინტერნეტით მოძიებული მასალა,ქართული ფილმი“ხევისბერი გოჩა“,სქემები. |
|
·
აქტივობა N1. კლასის
ორგანიზება . დრო1წთ./მთელ კლასთან ერთად/
|
|
გაკვეთილის თემა
|
ვაჟა-ფშაველა ,,სტუმარ–მასპინძელი’’ შემაჯამებელი გაკვეთილი
|
სწავლების საფეხური
|
Xl კლასი /საშუალო/
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
11 მოსწავლე;
|
მასწავლებელი
|
ნინო კოღუაშვილი
|
განსაკუთრებული
მიდგომების,საჭი
როების მქონე მოს
წავლეთა რაოდენობა
|
ასეთი მოსწავლე კლასში არ არის
|
გაკვეთილის
სასწავლო
მიზნები
|
·
მოსწავლეებმა შეძლონ შესწავლილი მასალის რეალიზება,წარმოაჩინონ ტრაგიკული დაპირისპირების არსი, განავითა რონ ჯგუფური მუშაობის, მსჯელოში მონაწილეობის, გამარ თული მეტყველების, პრეზენტაციის, კრიტიკული აზროვ ნების, თანამშრომლობის, ანალიზის, წერის უნარები;
·
ჩამოაყალიბონ საკუთარი დამოკიდებულება შესწავლილი ნაწარმოების მიმართ. გაავლონ პარალელი სხვა ნაწარმო ებ თან, ამოიცნონ მწერლის სათქმელი.
|
ეროვნული სასწავლო
გეგმითგანსაზღვრული
მისაღწევი შედეგი
/ინდიკატორები:
|
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გა
მოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე, კონკრეტული მიზნით
.
XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტი
კულად შეფასება.
XI.5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზე
ბა მათში ასახული ინფორმაციის,თემების, იდეებისა და პრობლემა
ტიკის თვალსაზრისით.
XI. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეს დაწერა.
|
თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო)
|
კლასის ორგანიზება _ 1 წთ.
გაკვეთილს ვიწყებ კლასთან მისალმებით და მოსწავლეთა განწყობის
შექმნით.
აქტივობა № 1
მოტივაცია. ვიდეო მასალის ჩვენება -5 წთ./მთელ კლასთან ერთად/
აქტივობა №2
კითხვა-პასუხი/მონაწილეობს მთელი კლასი/ დრო–7წთ.
1.რაზე მიგვანიშნებს პოემის სათაური „სტუმარ–მასპინძელი“?
2.ქისტურ თემში ხევსური სტუმრის მოყვანა ითვლებოდა თუ არა სწორ საქციელად?მაშინ რატომ მოიქცა ჯოყოლა ასე?
3.სად ჩანს ჯოყოლას ადამიანური ბუნების სირთულე?
4.პოემაში ყველაზე დიდი ზნეობრივი განსაცდელის პირისპირ რომე ლი პერსონაჟი აღმოჩნდა და გაუძლო თუ არა ამ განსაცდელს?
5.რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთანაა ახლოს თავისი სულიერი სიღრმითა და სიფაქიზით, ისევე როგორც პიროვნული ავტონომიით და საკუთარი პრინციპებისათვის თავის გაწირვის უნარით ჯოყოლა?
6.რა შემთხვევაში უპირისპირდება პიროვნება საზოგადოებას?
აქტივობა №3
ჯგუფური მუშაობა და ნააზრევის პრეზენტაცია–15 წუთი
კლას თავისი სურვილის მიხედვით ვყოფ ორ ჯგუფად ,ირჩევენ სახელწოდებებს და აკეთებენ პრეზენტაციას,ამის შემდგ ვაძლევ დავალებებს:
I ჯგუფი მუშაობს იმაზე,
თუ რა ტრადიციები
და ადათები
არსებობდა“სტუმარ–
მასპინძლის“მიხედვით.
2.როგორ გესმით პოემის ფინალი?
II ჯგუფი მუშაობს:1.საზოგადოება“სტუმარ–
მასპინძელში“.
2.
ორი
სიმართლე“სტუმარ–
მასპინძელში“.
ჯგუფები წარმოადგენენ საკუთარ მოსაზრებებს .
მასწავლებლის შემაჯამებელი კითხვა ჯგუფებს
ჰქონდა
თუ არა
საზოგადოებას
საკუთარი
სიმართლე
ჯოყოლას
თან, ჯოყოლამ
თემს
უღალატა
თუ დაიცვა
უფრო
ჰუმანური
ადათი
სტუმარ–
მასპინძლობა?
აქტივობა № 4
როლური თამაში,სიმულაცია “ადამიანში აღორძინებული პატიოსნების ტრაგედია’ – 4 წუთი /მუშაობა მთელ კლასთან/
ჟურნალისტებს მასწავლებელი აძლევს დავალებებს: მოახდინონ
პოემის მიხედვით მომხდარი დანაშაულის და პერსონაჟთა ქმედებების ჟურნალისტური შეფასება.
აიღებენ ინტერვიუს როლურ თამაშში მონაწილე პერსონაჟებისგან
(მათ თვითონვე ირჩევენ)
I. კითხვა აღაზასთან: თქვენ მოსისხლე მტერი ზვიადაური დაიტირეთ მსხვერპლად შეწირვის შემდეგ, მისი სახე თვალიდან არ გშორდებათ და მუდამჟამს ცრემლებს აფრქვევთ მისთვის, რატომ?
II. კითხვა ჯოყოლას: რატომ ვერ გაიმეტეთ ძმადნაფიცი სასიკვდი
ლოდ ?
აქტივობა № 5
ლიტერატურული ლოტო–დრო9 წთ./ჯგუფებში მუშაობა/
ლიტერატურულ ლოტოში ციფრების ნაცვლად, აღებულია ვაჟა–ფშაველას“ სტუმარ– მასპინძლის“აფორიზმები, გამონათქვამები. შედგება ერთი დაფისა და 100 ოთხკუთხედისაგან.
თამაშის წესი ასეთია:ჯგუფებს ვურიგებ დაფებს .ერთი იღებს და კითხულობს ადგილის პირველ ნახევარს,დანარჩენები კი ეძებენ მეორე ნახევარს დაჭრილ ლოტოზე და თავიანთ დაფაზე ავსებენ ოთხკუთხედს .გამარჯვებულია ის, ვინც პირველი შეავსებს დაფას. განმარტებითი ბარათით ვსარგებლობ იმ შემთხვევაში, როდესაც ვერც ერთი მონაწილე ვერ გამოიცნობს აფორიზმის,გამონათქვამის მეორე ნახევარს.
აქტივობა № 6
შეჯამება–1წთ./მთელ კლასთან ერთად/
თქვენ როგორ მოიქცეოდით ჯოყოლას ადგილას,ხედავთ თუ არა მის მოქმედებაში რაიმე შეცდომას?
აქტივობა № 7
საშინაო დავალება–1წთ./მთელ კლასთან ერთად/
მოიძიონ „გველისმჭამელი“ და წაიკითხონ პოემის დასაწყისი ,შეადარონ“ალუდა ქეთელაურისა“ და“ სტუმარ– მასპინძლის“ დასაწყისს და გამოთქვან ვარაუდი რა განსხვავებაა ამ სამი პოემის შესავლებს შორის.
აქტივობა №8
შეფასება--2 წთ /მთელ კლასთან ერთად/
მადლობას ვუხდი მოსწავლეებს თანამშრომლობისათვის და ვთხოვ მათ შეაფასონ საკუთარი თავი,როგორ იმუშავეს ჯგუფებში.შემდეგ ვაჯამებ გაკვეთილს და ვაფასებ მოსწავლეებს.
|
საგანმანათლებლო
რესურსი
|
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, მეხსიერების ბარათი, ლიტერატუ რული ლოტო, ფურცლები,ბარათები,დაფა,ცარცი,პროექტორი.
|
შეფასება
|
განმავითარებელი/სიტყვიერი კომენტარი/
განმსაზღვრელი/ ტექსტის ცოდნის და გამოყენების უნარი, აქტივო ბებში ჩართულობის ხარისხი, მსჯელობის დამოუკიდებლობა და სიზუსტე,ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობის ხარისხი, პრეზენ ტაციის უნარი .
|
გაკვეთილის გეგმები
მასწავლებელი
|
ნინო კოღუაშვილი
|
|
გაკვეთილის
თემა
|
ნიკო ლორთქიფანიძე“შელოცვა
რადიოთი“
|
|
სწავლების
საფეხური და კლასი
|
საშუალო საფეხური.მე-12 კლასი
|
|
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
12 მოსწავლე.კლასში
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლე არ არის
|
|
წინარე
ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან ნიკო ლორთქიფანიძისბიოგრაფია, ფლობენ ინფორმაციას ლიტერატურული მიმდინარეობის იპრესიონიზმის შესახებ,შეუძლიათ ეპოქის კულტურული,ისტორიული
და სოციალური ფასეულობების შეფასება.შეუძლია საკუთარი არგუმენტაციის გამოხატვა და
მისი დაცვა.
|
|
გაკვეთილის
სასწავლო მიზნები
|
მოსწავლეები შეძლებენ მხატვრული ტექსტის ინტერპრეტა ციას და მის დაკავშირებას XIX-XXსაუკუნის მიჯნაზე საქარ თველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან. იმსჯელებენ იმაზე,თუ რა პრობლემის წინაშე
დგას ქართველი კაცი ევროპელისაგან განსხვავებით XX საუკუნის 20–იან წლებში.
|
|
ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი
შედეგები
|
ქართ.XII.5.
მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის,
თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით;
ქართ.XII.6.
მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება;
ქართ.XII.7.
მოსწავლეს შეუძლია
გააანალიზოს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენა ტექსტსა და
მის ინტერპრეტაციაზე.
|
|
გაკვეთილის
თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო)
|
აქტივობა.1. მისალმება.საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.კლასის
ორგანიზების ფორმა:საერთო საკლასო.დრო2წთ.
აქტივობა.2.ნაწყვეტის ჩვენება ფილმიდან „ფესვები“.ფილმის ნაწყვეტის
ჩვენების შემდეგ მასწავლებელი აყალიბებს გაკვეთილის თემასა და მიზანს.კლასის ორგანიზების
ფორმა:საერთო საკლასო.დრო4 წთ.
აქტივობა:3.ლოტო .კლასის ორგანიზების ფორმა:საერთო საკლასო.დრო5წთ.
მოსწავლეებს ურიგდებათ
ყუთი, რომელშიდაც ჩაყრილია ლოტო ,რომელზედაც წერია ევროპის ქალაქების სახელები,მათ
უნდა ამოიღონ და განათავსონ რუკაზე ის ევროპის ქალაქი, რომელშიდაც იმოგზაურა ელი
გორდელიანმა.
აქტივობა:4 სქემის შევსება.კლასის ორგანიზების ფორმა:საერთო
საკლასო.დრო 6წთ.
მოსწავლეები ავსებენ
ვენის დიაგრამას(რა პრობლემის წინაშე იდგა ქართველი ხალხი ელის სახითXXსაუკუნის
20–იან წლებში და რა პრობლემის წინაშე იდგა ამ დროს ევროპელი,რა საერთო აქვთ მათ).
აქტივობა:5ჯგუფური მუშაობა.დრო 15წთ.
მოსწავლეები გადანაწილდებიან
ჯგუფებში გათვლის პრინცი პით.ისინი პასუხობენ შემდეგ საკითხებს:
პირველი ჯგუფი
ქართულ კულტურას ევროპა თუ აზია გადაარჩენს?
მეორე ჯგუფი
გზა აზიის და ევროპის სინთეზშია საძიებელი
აქტივობა:6 ნააზრევის პრეზენტაცია.კლასის ორგანიზების ფორმა.საერთო
საკლასო.დრო 6წთ.
მოსწავლეები ჯგუფებში
შესრულებულ დავალებას წარმო ადგენენ კლასის წინაშე.
აქტივობა:7.დისკუსია.კლასის ორგანიზების ფორმა:საერთო საკლასო.დრო10
წთ.
მოსწავლეები გამართავენ
დისკუსიას თემაზე:ელი გორდელიანი,რომ ევროპაში არ წასულიყო ბედისწერას აქ საქართველოში
შებრძოლებოდა,გადარჩებოდა?
აქტივობა:7
გაკვეთილის შეჯამება.კლასის
ორგანიზების ფორმა საერთო საკლასო.დრო 4 წთ
გაკვეთილის შესაჯამებლად
ვსვამ რამდენიმე კითხვას.
1.„შელოცვა რადიოთი“ მიხედვით როგორი ურთიერთობა აქვთ ევროპელებს
მესამე სამყაროს წარმომადგენლებთან?
2.რით განსხვავდებაევროპელი
ჰექსლეი ქართველი იერემინო მშვილდაძისა და შალვა გორდელიანისაგან?
3.რა გავლენა
იქონია“ ახალი ეთიკის“ მოსვლამ ქართველებზე
|
|
შეფასება
|
განმავითარებელი
შეფასება(სიტყვიერი უკუკავშირი);
განმსაზღვრელი
შეფასება: (საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა, ,ჯგუფური მუშაობა,თვითშეფასება
(მასწავლებლისა დ მოსწავლის თვითშეფასების სქემები) დრო 3წთ.
|
|
საგანმანათლებლო რესურსები
|
1.ბარათები, დაფა, ცარცი, სქემა,ლოტო, სასკოლო სახელმძღვანელო:
მუზაშვილი, ჩუბინიძე. „ქართული
ენა და ლიტერატურა“, .
ინფორმაციის წყარო:
|
No comments:
Post a Comment